ტოკიო დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგის სათავეშია

ტოკიო დისტანციური მუშაობისა და დასვენების შეთავსებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველ ადგილზეა, – ჩამონათვალი შვეიცარიულმა International Workplace Group–მა (IWG) მოამზადა.
2025 წელს იაპონიის დედაქალაქმა პირველი ადგილი დაიკავა მაღალი სიჩქარის ინტერნეტის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, კულტურული მრავალფეროვნებისა და ქვეყანაში დისტანციურად მომუშავე უცხოელებისთვის სპეციალური ვიზების ბოლოდროინდელი ამოქმედების წყალობით, – აღნიშნულია IWG-ის ანგარიშში.
IWG-ის თანახმად, ტოკიოს დამატებითი უპირატესობა მთებთან, პლაჟებთან და ეროვნულ პარკებთან სიახლოვეა, რაც მას იდეალურს ხდის მათთვის, ვინც ამჯობინებს ურბანულ გარემოში მუშაობას და ამავდროულად აქვს ბუნებაში გასვლის შესაძლებლობა.
რეიტინგის შედგენისას IWG-მ გაითვალისწინა კრიტერიუმების ფართო სპექტრი, მათ შორის დისტანციური მუშაობისთვის საცხოვრებლისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების დონე, კლიმატური პირობები, ადგილობრივი სამზარეულოს მიმზიდველობა და კულტურული დასვენების შესაძლებლობები. წელს, პირველად, IWG-მ ყურადღება გაამახვილა იმ ვიზის ხელმისაწვდომობასა და ღირებულებაზე, რომელიც უცხოელებს ქვეყანაში დისტანციურად ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვას აძლევს.
ტოკიოს გარდა, IWG-ის ტოპ ათეულში შევიდნენ: რიო-დე-ჟანეირო, ბუდაპეშტი, სეული, ბარსელონა, პეკინი, ლისაბონი, რომი, პარიზი და ვალეტა.
ვრცლად interfax – ზე