რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უფლის ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, მოლოკნები ფერისცვალებას ზეიმობენ.
„ქრისტიან მოლოკანთა თემი თორმეტ უდიდეს დღესასწაულთაგანს, მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობს. ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უფლის ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს და კეთილდღეობას უსურვებს მათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)