ჩვენთვის ნათელია, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მყარი და მდგრადი მშვიდობა არ დამყარდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება მყარი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
„ვაშინგტონში, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პრეზიდენტ ტრამპს ჩვენი გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ ძალისხმევის გაერთიანება მყარი და მდგრადი მშვიდობისთვის – ისეთი მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს უკრაინის ინტერესებს და ევროპის უსაფრთხოებას. ასეთი მშვიდობა აუცილებლად მოითხოვს უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მინიჭებას, რასთან დაკავშირებითაც, ჩვენ გადავწყვიტეთ, ძალიან კონკრეტული პირობებით ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან. ჩვენთვის ასევე ნათელია, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ეს მშვიდობა არ დამყარდება“, – წერს მაკრონი.
