СNN უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრ სახლში ევროპელი ლიდერებისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დასრულდა, თუმცა ლიდერები თეთრ სახლში რჩებიან.
ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივნის თანახმად, მოლაპარაკებები, შესაძლოა, სხვა ფორმით გაგრძელდეს.
წყაროები ასევე ამბობენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის წინასწარ დაგეგმილი ინტერვიუ Fox News-თან გაუქმდა.
Sky News-ის ცნობით, რაღაც დროს, დონალდ ტრამპმა შეხვედრა შეწყვიტა, რათა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაერეკა. მის სატელეფონო საუბარს ვლადიმერ პუტინთან ევროპელი ლიდერები არ ესწრებოდნენ.
