რუტე: უნდა შევაჩეროთ მკვლელობა, რაც შეიძლება მალე მივიყვანოთ საქმე დასასრულამდე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრისას პირველი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გააკეთა.
მან მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს და თქვა, რომ -ის პრეზიდენტმა “გაარღვია ჩიხი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგის დაწყებით”.
მარკ რუტეს თქმით, ფაქტი, რომ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიებში, დიდი ნაბიჯია.
მან თქვა, რომ “უნდა შეაჩერონ მკვლელობა, უნდა შეაჩერონ უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურება – ეს საშინელი ომია”.
“პირველ რიგშიი, მინდა, მადლობა გადავუხდაო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმისთვის, რომ თქვენ, როგორც ადრე ვთქვი, გაარღვიეთ ჩიხი, ფაქტობრივად, პრეზიდენტ პუტინთან ამ დიალოგის დაწყებით. ვფიქრობ, თუ ასე კარგად გავაგრძელებთ, შევძლებთ ამის დასრულებას და უნდა დავასრულოთ ეს.
უნდა შევაჩეროთ მკვლელობა, უნდა შევაჩეროთ უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურება. ეს საშინელი ომია. ასე რომ, მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ. გავაკეთოთ დღესაც საუკეთესო და დავრწმუნდეთ, რომ დღეიდან მოყოლებული, რაც შეიძლება მალე მივიყვანოთ ეს საქმე დასასრულამდე.
მე ნამდვილად მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ლიდერობისთვის, იმისთვის, რასაც აკეთებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ევროპელი კოლეგისთვისაც, ეს ნამდვილად გადამწყვეტია. ის ფაქტი, რომ თქვენ თქვით, რომ მზად ხართ, მონაწილეობა მიიღოთ უსაფრთხოების გარანტიებში, ეს დიდი ნაბიჯია. ეს ნამდვილად გარღვევაა”, – თქვა მარკ რუტემ.