იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად, ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ჯორჯია მელონის თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
“მადლობა ასევე ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლის შეჩერებისთვის, რომელიც მიღწეულია უკრაინელების სიმამაცით და იმ ერთიანობით, რომელსაც ჩვენ, ყველა ვაჩვენებთ უკრაინელებს. ეს იმიტომ ვთქვი, რომ თუ ჩვენ გვსურს მშვიდობის მიღწევა და სამართლიანობის უზრუნველყოფა, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ”, – თქვა ჯორჯია მელონმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები, რათა დარწმუნდნენ, რომ რუსეთი აღარ დაესხმება უკრაინას თავს.
“ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენს მცდელობებს მშვიდობის დამყარებისთვის. ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ. პირველი არის უსაფრთხოების გარანტიები, როგორ დავრწმუნდეთ, რომ ეს აღარ განმეორდება, რაც ყველა სახის მშვიდობის წინაპირობაა”, – თქვა ჯორჯია მელონმა.
