,,წულუკიანის გაძევებულ ნაცებს დავით ლორთქიფანიძე უკან, მუზეუმში აბრუნებს“ – ნინო მიქიაშვილი

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი:

,,წულუკიანის გაძევებულ ნაცებს დავით ლორთქიფანიძე უკან, მუზეუმში აბრუნებს

საქართველოს ხელისუფლების ძვირფასო ხელმძღვანელებო,

თქვენი განცხადებების ფონზე, რომ სახელმწიფო სამსახურები იწმინდება ნაცებისგან (ანუ უცხო ქვეყნების მსახურებისგან), აგერ, ჩვენი დედაქალაქის შუაგულში – რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენდირექტორი დავით ლორთქიფანიძე მუზეუმში აბრუნებს ქალბატონ ს მინისტრობისას გაშვებულ ნაცებს.

აი, მაგალითად, ეს ადამიანი, მიშა წერეთელი თავის ადგილას დააბრუნა – ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშნა.

მე ჩემი თვალით ვნახე მიშა წერეთელი როგორ დაძუნძულებდა ნაცაქციებზე; ანუ, საქართვდლოს ხელისუფლების ამოსატრიალებელ აქციებზე.

კიდევ ერთი – ბატონმა წერეთელმა 2018 წელს გადამღები აპარატი ხელიდან გამომგლიჯა და გაიქცა, რის შემდეგაც ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გამოძიება დაიწყო, რაც ცალკე საკითხია და რაზეც უფრო ვრცლად მოგვიანებით მოგახსენებთ.“