უკრაინის მიერ ნიკოლსკოეს ნავთობსატუმბ სადგურზე იერიშის მიტანის შედეგად, დაზიანდა მთავარი ნავთობსადენი „დრუჟბა“

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების დანაყოფის მეთაურობის ინფორმაციით, ტამბოვის ოლქში, ნიკოლსკოეს ნავთობსატუმბ სადგურზე იერიშის მიტანის შედეგად, დაზიანდა მთავარი ნავთობსადენი „დრუჟბა“ და მუშაობა განუსაზღვრელი დროით შეწყვიტა. შედეგად რუსეთიდან ნავთობის მიწოდება შეეზღუდა უნგრეთსა და სლოვაკეთს.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ ნიკოლსკოეს სადგური რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ნაწილია და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხარდასაჭერად გამოიყენება. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის სრული შეწყვეტის მისაღწევად უკრაინის თავდაცვის ძალები მუდმივად შეეცდებიან შეამცირონ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია