ალექსანდერ სტუბი: ვფიქრობ, ბოლო ორ კვირაში, ალბათ, იმაზე მეტი პროგრესი გვქონდა ამ ომის დამთავრების მხრივ, ვიდრე ბოლო სამ-ნახევარ წელიწადში

“ვფიქრობ, ბოლო ორ კვირაში, ალბათ, იმაზე მეტი პროგრესი გვქონდა ამ ომის დამთავრების მხრივ, ვიდრე ბოლო სამ-ნახევარ წელიწადში. ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ დღეს ამ მაგიდის გარშემო ვართ საკმაოდ სიმბოლურია იმ გაგებით, რომ ეს არის ევროპის გუნდი და -ს გუნდი, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან და ის პროგრესი, რისი დანახვაც ამ შეხვედრიდან გვსურს, უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, რაც დიდი ნაწილია ამის და, რა თქმა უნდა, ასევე თქვენს [პრეზიდენტ ტრამპს], პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვისკენ წინსვლა.
საერთაშორისო მედიის ნაწილმა შეიძლება იკითხოს, თუ რატომ არის აქ ფინეთის პრეზიდენტი. ჩემი აზრით, მიზეზი ალბათ ისაა, რომ შესაძლოა, ჩვენ პატარა ქვეყნიდან მოვდივართ, მაგრამ რუსეთთან დიდი საზღვარი გვაქვს, 800 მილზე მეტი და, რა თქმა უნდა, საკუთარი ისტორიული გამოცდილება გვაქვს რუსეთთან – მეორე მსოფლიო ომიდან, ზამთრის ომიდან და სსრკ-ფინეთის 1941-1944 წლების ომიდან – და თუ შევხედავ დადებით მხარეს იმის შესახებ, თუ სად ვდგავართ დღეს, ჩვენ გამოსავალი 1944 წელს ვიპოვეთ და დარწმუნებული ვარ, რომ 2025-შიც ვიპოვით, რათა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ომი, და მოვიპოვოთ და მივაღწიოთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას”
– განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ