თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს.
„უკრაინის პრეზიდენტის აქ ყოფნა დიდი პატივია. ვფიქრობ, პროგრესი არის. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტთან კარგი შეხვედრა გვქონდა და არის შესაძლებლობა, რომ ეს რაღაც შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ ვლადიმერ პუტინისთვის წერილის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს უკრაინის პირველი ლედისგან, ოლენა ზელენსკასგან მელანია ტრამპისთვის განკუთვნილი წერილი გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება