დონალდ ტრამპი უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე – შესაძლოა მოგვიანებით გაცნობოთ, შვიდ შესანიშნავ ლიდერს ვხვდებით და ამასაც განვიხილავთ

ცეცხლის შეწყვეტა საჭირო არ არის, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, სთან შეხვედრაზე განაცხადა.
„თუ შეხედავთ ექვს შეთანხმებას, რომელსაც წელს მივაღწიე, ეს ექვსი ომი იყო და ცეცხლის შეწყვეტა არ გამომიყენებია. ვიცი, რომ ეს კარგია, მაგრამ ასევე, მესმის, სტრატეგიულად ერთ-ერთ ქვეყანას რატომ არ უნდა უნდოდეს. ვისურვებდი, რომ ბრძოლა შეეწყვიტათ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხდება, მაშინ ის იმუშავებს.
„ჩვენ სთან და ყველასთან ვიმუშავებთ, რათა ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველვყოთ. თუ ჩვენ მშვიდობის მიღწევას შევძლებთ, ვიცი, რომ ის იმუშავებს. ეჭვი არ მეპარება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე, ს განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინა დიდ დახმარებას მიიღებს.
„უსაფრთხოების საკითხში დიდი დახმარება იქნება. ძალიან დიდი დახმარება იქნება. ისინი თავდაცვის პირველ ხაზს წარმოადგენენ. ჩვენ მათ დავეხმარებით. მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესახებ შეკითხვაზე დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„შესაძლოა, ამის შესახებ დღეს, მოგვიანებით გაცნობოთ. დიდებული ქვეყნების შვიდ შესანიშნავ ლიდერს ვხვდებით და ამასაც განვიხილავთ. ისინი ყველანი ჩართულები იქნებიან და ბევრი დახმარება იქნება“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო – რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობები ორივე მხრიდანაა საჭირო – ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს