ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში იკრიბებიან.
ადგილზე უკვე მივიდნენ NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
თეთრ სახლში რამდენიმე წუთში მივლენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
თეთრ სახლში მისვლამდე, ევროპელ ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში მიმდინარეობდა.
თეთრ სახლში შეკრების შემდეგ, თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედება, შემდეგ კი ევროპელ ლიდერებს.
