თეთრ სახლში შეკრების ფონზე, კიევში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის

CNN წერს, რომ ამ წუთებში უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში იკრიბებიან, სადაც -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს.
უკრაინული მედიის თანახმად, საჰაერო განგაშის გამოცხადების მიზეზი რუსული MiG-31K-ის აფრენაა. საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ამის გამო, მთელი უკრაინის მასშტაბით რაკეტების საფრთხეა.
ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში იკრიბებიან.
ადგილზე უკვე მივიდნენ NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი , დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
თეთრ სახლში რამდენიმე წუთში მივლენ საფრანგეთის პრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.