ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში მივიდნენ. აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკვე მივიდნენ.
ევროპელ ლიდერებს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი შეუერთდებიან.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.
დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს.
დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.
