შვიდი წლის თომა აბაშიძე-ვაშაკიძე აშშ-ში დაიბადა. ის, დედასთან ერთად, საქართველოს პირველად ესტუმრა. მისი მოგზაურობა ულამაზესი ბათუმიდან დაიწყო.
პატარა თომას აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის ბებიას, პედაგოგს ქალბატონ ლალი აბაშიძეს, რომელმაც თაობები აღზარდა.
“იცით, თომამ, აჭარული ხაჭაპურიც კი დაამზადა საყოველთაოდ ცნობილ გია აგირბასთან ერთად. მის მიერ მომზადებულ ერთ პატარა “აჭარულ ნავში” მთელმა საქართველომ დაიდო ბინა… ცომზე, ყველზე, კვერცხზე… მაგრამ მან იქ უფრო ღირებული მოამზადა – სითბო, აღფრთოვანება და სიყვარული, რომელმაც მის სულში წარუშლელი კვალი დატოვა. პატარა ხელებმა ქართული ცომი პირველად მოზილეს. და მერე? მერე მთელი დღე თომასგან გვესმოდა:

დეიდა, ხათუნა აბაშიძე გვიამბობს, რომ თომას ბავშვობიდანვე უნეგავდნენ საქართველოს სიყვარულს და ეს ვიზიტი მისთვის ძალიან ამაღელვებელი იყო.
“მიუხედავად იმისა, რომ თომას სახლში ქართულად ველაპარაკებით, ბევრს ვესაუბრებით საქართველოზე, ეს ვიზიტი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან ნახა დედაქალაქი, ნახა ბათუმი, შეიძინა უამრავი მეგობარი…. ბათუმში, ლალი ანთიძის საკვირაო სკოლაში რამდენიმე დღე გაატარა. ნაყოფიერი იყო სკოლაში გატარებული დღეები მისთვის. თბილისში კი უკვე ჩვენი მეგობრების შვილები ელოდნენ და მათი შეხვედრა-დამეგობრება ძალიან ამაღელვებელი იყო.
ერთი სიტყვით დიდი ემოციებით ვბრუნდებით ამერიკაში და როგორც თომა ამბობს, აუცილებლად დავბრუნდებით”, – ამბობს News.ge-სთან თომას დედა, ირმა აბაშიძე.