– მზად ვართ, ომის დასრულებისა და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მუშაობა მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელოთ

მზად ვართ ომის დასრულებისა და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მუშაობა მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მადლობას ვუხდი გენერალ კელოგს შეხვედრისთვის და ჩვენს გუნდთან ერთობლივი მუშაობისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს ვაშინგტონში და სხვა ევროპული ქვეყნები მიიწვია. ეს ასეთ ფორმატში პირველი შეხვედრაა და იგი ძალიან სერიოზულია. როდესაც ევროპის ერთი ქვეყნისთვის მშვიდობა განიხილება, ეს მთელი ევროპისთვის მშვიდობას ნიშნავს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, კიტ კელოგთან „ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის დიპლომატიური შესაძლებლობები განიხილა“.
„რუსეთს მშვიდობა მხოლოდ ძალის მეშვეობით შეიძლება აიძულო და პრეზიდენტ ტრამპს ეს ძალა გააჩნია. მშვიდობის მისაღწევად ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად