ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან მოსამზადებელ შეხვედრას მართავს.
შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში მიმდინარეობს.
BBC-ის ინფორმაციით, საელჩოში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკვე მივიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი