Brent–ი ბარელზე $66,17 დოლარამდე გაძვირდა

ნავთობის ფასები ორშაბათს დღის განმავლობაში ზომიერად გაიზარდა, ინვესტორები გეოპოლიტიკურ მოვლენებს აფასებენ.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ოქტომბრის ფიუჩერსები 0.32 დოლარით (0.49%) გაიზარდა და ბარელზე 66.17 აშშ დოლარი შეადგინა.
NYMEX ბირჟაზე WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსები 0.39 აშშ დოლარით (0.62%) გაიზარდა და ბარელზე 63.19 აშშ დოლარი შეადგინა.