ყველას სურს ამის [რუსეთ-უკრაინის ომის] დასრულება, განსაკუთრებით უკრაინელებს , – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს.
მისი თქმით, ყველაფერი სწორად უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას მიაღწიონ.
„გაერთიანებული სამეფოს ინტერესებშია, რომ ეს სწორად გავაკეთოთ“, – აცხადებს სტარმერი.
შეგახსენებთ, კირ სტარმერი იმ ლიდერებს შორისაა, რომლებიც დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ მოლაპარაკებებს დაესწრებიან.
