დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფოსტით ხმის მიცემისა და საარჩევნო აპარატების გამოყენების გაუქმების თაობაზე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს, რომლის მიზანიც ფოსტით ხმის მიცემისა და საარჩევნო აპარატების გამოყენების გაუქმება იქნება.
„ვაპირებ, მოძრაობას ვუხელმძღვანელო, რათა ფოსტით ხმის მიცემა და ასევე, ძალიან არაზუსტი, ძვირადღირებული და სადავო საარჩევნო აპარატების გამოყენება გავაუქმოთ“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, აღმასრულებელი ბრძანება -ის 2026 წლის შუალედური სთვის სამართლიანობის უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს.
„ამჟამად, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელიც ფოსტით ხმის მიცემას იყენებს. გაყალბებების გამო მასზე ყველამ უარი თქვა. გახსოვდეთ, რომ ხმების დათვლის პროცესში შტატები ფედერალური მთავრობის „აგენტები“ არიან. ის უნდა გააკეთონ, რასაც მათ ფედერალური მთავრობა ქვეყნის საკეთილდღეოდ ეტყვით“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ალასკაზე ს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, Fox News-თან ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
„ვლადიმერ პუტინმა ერთი ძალიან საინტერესო რამ თქვა. მან თქვა: „თქვენი არჩევნები გაყალბდა, რადგან ფოსტით ხმის მიცემა გაქვთ. ფოსტით ხმის მიცემა არცერთ ქვეყანას აქვს. შეუძლებელია ფოსტით ხმის მიცემა და სამართლიანი არჩევნები ერთად გქონდეს“. ეს თქვა, როდესაც 2020 წლის შესახებ ვსაუბრობდით. მან თქვა: „თქვენ ეს არჩევნები ძალიან დიდი სხვაობით მოიგეთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.