ირანი „მგრძნობიარეა“ გარე ძალების შესაძლო ყოფნის მიმართ სამხრეთ კავკასიაში – თეირანი

ირანი „მგრძნობიარეა“ არარეგიონული ძალების შესაძლო ყოფნის მიმართ სამხრეთ კავკასიაში, – ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ გაამახვილა ყურადღება ვაშინგტონში მიღწეულ შეთანხმებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ემსაეილ ბაღაიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა, მათ შორის აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და მის ექსკლავ ნახიჩევანს შორის სომხეთის სამხრეთით დამაკავშირებელი გზის შექმნა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ მოხდეს სომხეთის საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების დარღვევა ან მისი სუვერენიტეტის შელახვა. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში ჩვენს შეშფოთებას რეგიონულ ქვეყნებს გავუზიარებთ” , – იუწყება სააგენტო Mehr.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო