გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აგვისტოს 10:00-იდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში; 17:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხათწყარო, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში; 17:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტში ზაჰესში, მუხათგვერდსა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე სოფელ გლდანში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.