უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს თეთრ სახლთან ახლოს მდებარე „ჰეი-ადამსის სასტუმროში“ შეხვდა.
ამასთან, ევროკომისიაში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მყოფ ევროპელ ლიდერებთან მოსამზადებელ შეხვედრას გამართავს.
„პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ვაშინგტონში მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
