დიდი დაბრუნება მუსიკალურ ინდუსტრიაში – რიტმული მოძრაობებით, შესრულების საკუთარი მანერითა და დამახასიათებელი ქარიზმით, როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლი ვირტუალურ რეალობაში სცენაზე ბრუნდება.
ელვის პრესლი იყო ერთ-ერთი პირველი არტისტი, რომელმაც საკუთარი საშემსრულებლო ოსტატობით სატელევიზიო ეთერები დაიპყრო და შემოქმედება მილიონობით ადამიანს გააცნო. როკ-ენ-როლი, ბლუზი, ქანთრი, გოსპელი, ჟანრებით მალევე მოიხიბლა.
ის, ვინც ამერიკული კულტურის ლეგენდის კონცერტებს სიცოცხლეში ვერ დაესწრო, მალე ვირტუალურ რეალობაში იხილავს. ბრიტანული კომპანია Layered Reality-ის წარმომადგენლები ხელოვნური ინტელექტისა და სპეციალური ტექნოლოგიების დახმარებით, იმერსიულ სანახაობას აანონსებენ სახელწოდებით “ელვისის ევოლუცია.”
რამდენიმესაათიანი ვიდეოები, მომღერლის პირადი ფოტომასალა და ამ დრომდე უცნობი ისტორიები. ოჯახის არქივიდან ვირტუალურ სამაყროში ელვის პრესლის ცხოვრება და შემოქმედება გაცოცხლდება, თუმცა რა ფორმით დააბრუნებენ ელვის პრესლის ვირტუალურ სამყაროში, დეტალებს შემოქმედებითი გუნდი ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავს.
ელვის პრესლის შესახებ გადაღებული ფილმების ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა, კონცერტის შემქმნელები როკ-ენ-როლის მეფის ცხოვრების შესავლით მაშინ დაინტერესდნენ, რაც ეკრანებზე კინოსურათები “ელვისი” და “პრისცილა” გამოვიდა. ფილმი “პრისცილა” პრესლის 1985 წლის მემუარებს ეფუძნება და ელვის პრესლისთან ურთიერთობაზე გვიამბობს.