ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი არ უნდა დაჯილდოვდეს ამ ომში მონაწილეობისთვის – ომი უნდა დასრულდეს და სწორედ მოსკოვმა უნდა გაიგოს სიტყვა: „შეჩერდი!“

უკრაინის პრეზიდენტი, ზე ღამით ს მიერ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის განზრახვების დემონსტრაცია და ომთან დაკავშირებით მის ცინიკურ პოზიციას აჩვენებს.
ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ძირითად საკითხებს განიხილავენ და უკრაინასთან ერთად, საუბარში მონაწილეობას მიიღებენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერები.
„ყველას სურს ღირსეული მშვიდობა და ნამდვილი უსაფრთხოება. სწორედ ამ მომენტში რუსები ხარკოვს, ზაპოროჟიეს, სუმის ოლქსა და ოდესას ესხმიან თავს, ანადგურებენ საცხოვრებელ შენობებსა და ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსები განზრახ კლავენ ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხარკოვში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მხოლოდ წლინახევრისაა, ზაპოროჟიეში კი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.
„ასევე, რუსეთმა ოდესაში აზერბაიჯანული კომპანიის საკუთრებაში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ჩვენს ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. რუსეთის ომის მანქანა, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანების სიცოცხლის განადგურებას აგრძელებს. პუტინი ჩაიდენს დემონსტრაციულ მკვლელობებს უკრაინასა და ევროპაზე ზეწოლის შესანარჩუნებლად, ასევე დიპლომატიური ძალისხმევის შესამცირებლად. სწორედ ამიტომ ვეძებთ დახმარებას მკვლელობების შესაჩერებლად. სწორედ ამიტომ არის საჭირო საიმედო უსაფრთხოების გარანტიები. სწორედ ამიტომ რუსეთი არ უნდა დაჯილდოვდეს ამ ომში მონაწილეობისთვის. ომი უნდა დასრულდეს და სწორედ მოსკოვმა უნდა გაიგოს სიტყვა: „შეჩერდი!“ – წერს ზელენსკი.