ჩინეთი სანქციებს დაუწესებს სამხედრო ტექნიკის ხუთ ამერიკულ მწარმოებელს, ტაივანისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის შესახებ უახლესი ნაბიჯის საპასუხოდ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სანქციები ტაივანის 13 იანვრის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ დაწესდა.
სპიკერმა აღნიშნა, რომ იარაღის ბოლო მიყიდვები “სერიოზულად უთხრის ძირს ჩინეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების ინტერესებს; მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში.”
„სანქცირებული კომპანიები არიან BAE Systems Land and Armaments, Alliant Techsystems Operations, AeroVironment, Viasat და Data Link Solutions. ჩინეთი გაყინავს ამ კომპანიების აქტივებს და აუკრძალავს ადამიანებს ან ორგანიზაციებს ჩინეთში მათთან ჩართულობას“, – განმარტა სპიკერმა.
ცნობისთვის, ტაივანის ტაქტიკური საინფორმაციო სისტემების შესანარჩუნებლად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 300 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიყიდვა გასულ თვეში დაამტკიცა.
europetime.eu