7 თვეში რუსეთიდან $263 მლნ-ის ფულადი გზავნილი შემოვიდა- bm.ge

რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლების ტენდენცია გრძელდება. სებ-ის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში დან შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 28%-ით, 263.5 მლნ დოლარამდე შემცირდა.
შედეგად, რუსეთის ფედერაცია, რომელიც გასული წლის იანვარ-ივლისში პირველ ადგილზე იყო ქვეყნების ჩამონათვალში, ახლა უკვე მესამე პოზიციაზეა აშშ-სა და იტალიის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის წილი ფულად გზავნილებში მიმდინარე წლის იანვარში ისტორიულ მინიმუმამდე – 10.5%-მდე შემცირდა, ხოლო შემდეგ გაიზარდა და ივლისის მონაცემებით 13.43%-ია.
საგულისხმოა, რომ ში ომის დაწყების შემდეგ, მიგრაციის ეფექტის გავლენით, 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები რეკორდულ დონემდე გაიზარდა და $2 მილიარდს გადააჭარბა, მაღალი იყო მაჩვენებელი 2023 წელსაც, შემდგომ კი ნორმალიზება დაიწყო.
ბოლო 5 წელში, რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული გზავნილების დინამიკა ასეთია:
· 2021 წელი – $411.4 მლნ/წილი მთლიან გზავნილებში 17.5%
· 2022 წელი – $2 მლრდ 68 მლნ/წილი მთლიან გზავნილებში 47.3%
· 2023 წელი – $1.5 მლრდ/წილი მთლიან გზავნილებში 36.9%
· 2024 წელი – $541.2 მლნ/წილი მთლიან გზავნილებში 16.1%
· 2025 წელი (7 თვე) – $263.5 მლნ/წილი მთლიან გზავნილებში 12.8%
2025 წლის ივლისში რუსეთიდან გზავნილები წლიურად 0.5%-ით შემცირდა და 45.3 მლნ აშშ დოლარით მესამე უმსხვილესი კონტრიბუტორია.
bm.ge