AI-ის გამოყენებით სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტების აღმოსაჩენად Lilly-მ Superluminal-თან $1.3 მლრდ-ის ხელშეკრულება გააფორმა

ფარმაცევტულმა გიგანტმა Eli Lilly-მ კომპანია Superluminal Medicines-თან $1.3 მილიარდის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანია ს გამოყენებით სიმსუქნისა და სხვა კარდიომეტაბოლური დაავადებების სამკურნალოდ მცირე მოლეკულური პრეპარატების აღმოჩენა და შემუშავება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.