უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აჯამებს ევროპელ ლიდერებთან დღეს გამართულ შეხვედრას. მისი თქმით, ყველა თანხმდება ორ რამეში: პირველი, არ შეიძლება უკრაინის საზღვრების იძულებით ცვლილება და მეორე, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყდეს სამმხრივ ფორმატში – უკრაინა, აშშ და პუტინი.
“მადლობელი ვარ კოალიციის [Coalition of the Willing] დღევანდელი საუბრისთვის ბრიუსელში – ვაშინგტონში, პრეზიდენტ ტრამპთან დაგეგმილი ვიზიტის წინა დღეს. შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო. ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინაციას საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. არსებობს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ყველა თანხმდება, რომ საზღვრები იძულებით არ უნდა შეიცვალოს. ყველა მხარს უჭერს იმას, რომ ძირითადი საკითხები უნდა გადაწყდეს სამმხრივ ფორმატში – უკრაინა აშშ და რუსეთის მეთაური”, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ევროპელ ლიდერების, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დელ ლაიენის მონაწილებით გამართულ კონფერენციაზე განხიხილეს ცეცხლის შეწყვეტის და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის სამართლიანი, სწრაფი და ეფექტიანი მეთოდები.
ზელენსკიმ ისტორიული უწოდა აშშ-ს მზაობას, მონაწილება მიიღოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმანში. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გარანტიები უნდა შემუშავდეს ერთობლივად და თანაბრად ეხებოდეს უკრაინის ხმელეთს, ზღვას და ცას.
I am grateful to all participants of the Coalition of the Willing for today’s conversation in Brussels – on the eve of the meeting in Washington, D.C. with President Trump. It was very useful. We continue coordinating our joint positions. There is clear support for Ukraine’s… pic.twitter.com/Rp3qKkX7vn — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 17, 2025
ხვალ ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა და შეხვდება აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. თებერვალში გამართული წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, ამჯერად, ვაშინგტონში ზელენსკისთან ერთად ევროპელი ლიდერები, მათ შორის გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც ჩავლენ.
15 აგვისტოს, ალასკაში ერთმანეთს შეხვდნენ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი. ეს იყო აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა საუბარი, რომლის შემდეგაც პრეზიდნეტებმა განცხადებები გააკეთეს მედიასთან. ორივეს განცხადება იყო ზოგადი, თუმცა ცხადი გახდა, რომ შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
ამავე თემაზე:
· “უკრაინის ტერიტორია მშვიდობისთვის” – რა მოითხოვა პუტინმა ომის შეჩერების სანაცვლოდ
