საბაჟო საწყობი და საჰედლინგო მომსახურება – როგორია ავიასატვირთო ტერმინალი “ლასარეს” შემოსავლები?

ავიასატვირთო ტერმინალმა “ლასარემ”, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, 2024 წელი შემოსავლების და მოგების ზრდით დახურა.
კომპანიამ ფინანსური ანგარიშგება ანგარიშგების პორტალზე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საერთაშორისო საავიაციო და საბაჟო საწყობის შემოსავლები გასულ წელს ₾4.1 მილიონით, 22.95 მლნ ლარამდე გაიზარდა. წმინდა მოგებამ 12.3 მლნ ლარი შეადგინა, 2023 წელს არსებული 10.2 მილიონის შემდეგ.