„აღარ გვყავს სათაყვანებელი მამა, ვეღარ შევძელით და ვერ წავართვით უფალს და განგებას!“ – ხასო ხანგოშვილის შვილი

დღეს ქისტი მწერალი ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა. პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად ავადმყოფობდა.
„აღარ გვყავს სათაყვანებელი მამა, ვეღარ შევძელით და ვერ წავართვით უფალს და განგებას!
„ბატონი ხასოს წასვლით მთელი ეპოქა დასრულდა.” -ასე ამბობენ შენზე მამა… ჩვენთვისაც დასრულდა ყველაფერი… ღმერთმა გაგიღოს სამოთხის კარები, მამა!
გასვენება ხვალ, 16 ნოემბერს 14:00-ზე პანკისის ხეობის სოფელ დუისში“,-წერს შვილი სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
„მასზე დიდი ქართველი და გულშემატკივარი არ გვეგულებოდა. ხასო ხანგოშვილი ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი დანაკლისია” – ამირან არაბული
„შვილის მკვლელს აპატია დანაშაული…“- უხუცესი ქისტი, მწერალი ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა