„მსურველთა კოალიციის“ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

უკრაინის ევროპელი მოკავშირეების „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალური შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
„დღეს მე მონაწილეობა მივიღე „მსურველთა კოალიციის“ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების შეხვედრაში უკრაინის მხარდასაჭერად“, – დაწერა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა X-ზე ცოტა ხნის წინ.
მან დასძინა, რომ „კოალიციის ქვეყნებს შორის არსებობს ძლიერი კონსენსუსი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე“.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ