“შვილს ვფიცავარ, ვერაფერი ვერ მიქნეს” – ბექა გოცირიძე ვიდეომიმართვაში ამტკიცებდა, რომ აქტივისტებმა ვერ სცემეს – რა დაწერა საჩივარში? (ვიდეო)

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, ბექა გოცირიძის მიმართვის საფუძველზე -მ ორი ადამიანი დააკავა – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე.

დაკავების საფუძვლად წარმოდგენილია ჩვენება და ვიდეომასალა, რომელიც 1 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზეა გადაღებული. კადრებში გოცირიძე  მიდის აქციის მონაწილეებთან, სიტყვიერად შეურაცხყოფს მათ და ამის შემდეგ ჩხუბი იწყება.

აქტივისტების თქმით, მასალაში უნდა ჩანდეს ცივი იარაღიც, თუმცა მათი თქმით, ეს ეპიზოდი -მ ამოაჭრა და ვიდეო არასრულად გაავრცელა.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას პროვოკაციის მოწყობის შემდეგ გოცირიძემ რამდენიმე წუთში “ტიკტოკის” აუდიტორიას თავად უამბო, რომ „რუსთაველზე შეკრებილებმა მისი ცემა ვერ მოახერხეს“.

თუმცა, თითქმის ორი კვირის შემდეგ, ყოფილი ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ თავად არის დაზარალებული და სამოქალაქო აქტივისტებმა მასზე ჯგუფურად იძალადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა