ფონ დერ ლაიენი: უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

ბრიუსელში გაიმართა უკრაინის პრეზიდენტ სა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს შორის ორმხრივი შეხვედრა. ლიდერები ამჟამად ერთობლივ პრესკონფერენციას მართავენ.
„ჩვენ უნდა გვქონდეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, რათა დავიცვათ როგორც , ასევე ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესები. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომაზე არანაირი შეზღუდვა არ შეიძლება იყოს (მათ შორის, მესამე ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით),“ თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მისი სიტყვებით, უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი“, რომლის მონელებასაც ვერ შეძლებენ პოტენციური აგრესორები.
ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი მიესალმება -ის პრეზიდენტ ს სურვილს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის შესაბამისად უსაფრთხოების გამარტივებული გარანტიების უზრუნველყოფაში.
ტერიტორიულ საკითხებზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ არ შეიძლება საერთაშორისო საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით. „ეს გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღოს უკრაინამ – და არავინ უკრაინის გარდა. და ეს გადაწყვეტილებები არ შეიძლება მიღებულ იქნეს მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის ყოფნის გარეშე,“ დასძინა მან.
ფონ დერ ლაიენმა გამოსვლაში თქვა, რომ ევროპა გააგრძელებს რუსეთზე სანქციებით ზეწოლას მანამდე, სანამ შეწყდება სისხლისღვრა.
„ჩვენ უკვე დავამტკიცეთ სანქციების 18 პაკეტი და ვაჩქარებთ მე-19 პაკეტისთვის მზადებას, რომელიც სექტემბრის დასაწყისში უნდა იქნეს მიღებული“, თქვა მან.
დღეს ევროპის რამდენიმე ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წაჰყვეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე. მათ შორის არის ურზულა ფონ დერ ლაიენიც.
ფორუმი