– ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რომ პრაქტიკაში იმუშაოს ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსად – უკრაინის კონსტიტუციით ტერიტორიების გაცვლა შეუძლებელია

პუტინს ბევრი მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენ ყველა არ ვიცით, ყველა მათგანის განხილვას დრო დასჭირდება, თუ იმდენი მოთხოვნა იქნება, რამდენიც მოვისმინეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის გაკეთება ახლა, საბრძოლო ზეწოლის ქვეშ შეუძლებელია, ამიტომ საბოლოო შეთანხმების სწრაფად მისაღწევად ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო. შედეგად, აუცილებელია „რეალური მოლაპარაკებები“, რომელიც დაიწყება იქ, სადაც ამჟამად ფრონტის ხაზია.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კონსტიტუცია შეუძლებელს ხდის ტერიტორიების დათმობას და ეს საკითხი სამმხრივ სამიტზე მხოლოდ უკრაინისა და ს ლიდერებმა უნდა განიხილონ.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ , ევროპის მსგავსად, დათანხმდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას.
„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რათა პრაქტიკაში იმუშაოს ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს მიიჩნევს ის მიზანშეწონილად, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ესმის, უსაფრთხოების გარანტიების დაფინანსება მხოლოდ ევროპის მიერ შეიძლება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ისეთი რამ, რისი უზრუნველყოფაც -ს შეუძლია.
მისივე თქმით, ს ასევე სჭირდება გარანტია, რომ მის ოკუპაციას არ გააგრძელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ იმედი აქვს, თეთრი სახლის ვიზიტი პროდუქტიული იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ