დასავლური მედია წერს, ვინ შეიძლება დაესწროს ტრამპი-ზელენსკის შეხვედრას ვაშინგტონში

POLITICO წერს, რომ ევროპელი ლიდერები მიმართავენ ყველა ძალისხმევას, რათა გააძლიერონ უკრაინის პრეზიდენტ ს პოზიციები -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას.
POLITICO-ს თანახმად, ევროპელები გეგმავენ, რომ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ასთან ყველაზე გამოცდილი მომლაპარაკებელი გაგზავნონ, ასეთი კი, წყაროების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი ფავორიტი თანამესაუბრე, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბია.
როგორც გამოცემა წერს, ამის მიზანია, რომ ფინეთის პრეზიდენტმა “შეაჩეროს დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესაძლო დაძაბულობა და დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ მომავალ მოლაპარაკებებში ევროპაც იყოს ჩართული”.
წყაროების თანახმად, ვაშინგტონში შესაძლოა ასევე გაემგზავროს NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, რომელიც დონალდ ტრამპთან ახლო ურთიერთობაშია.
ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შესახვედრად ისიც გაემგზავრება.
მან X-ზე პოსტში დაწერა, რომ ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვდება დონალდ ტრამპს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ იქნება წარმოდგენილი შეხვედრაზე ევროპიდან.
გერმანული გამოცემა Bild წერს, რომ შეხვედრაზე გამგზავრების სურვილი ასევე გამოთქვეს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
გამოცემა წერს, რომ ევროპელი ლიდერები შეხვედრაზე დასწრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან თანხმობას მიიღებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ვაშინგტონში ხვალ, 18 აგვისტოს გაიმართება.