-როცა მსოფლიო მშვიდობისთვის იბრძვის, ქართული ოპოზიცია ფსონს ომზე აკეთებს

“ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული „ანალიტიკოსები“ აგრძელებენ დესტრუქციულ ნარატივს. კუპონა, ისევე როგორც დარჩიაშვილი და ნოდია, ზუსტად იმეორებს ოპოზიციის მესიჯ-ბოქსს. ომის შესაძლო დასრულების პერსპექტივა ოპოზიციაში და მათ წევრებში სინანულსა და აშკარა გაღიზიანებას იწვევს.” – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ რომან გოცირიძის, გია ნოდიას და დავით დარჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით.
ექსპერტის თქმით, ისინი ვეღარ მალავენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მათთვის მთავარი არა საქართველოს არამედ, დიფ სთეითის ინტერესებია — ინტერესები რომელიც ომზე, დაპირისპირებასა და ნგრევაზე დგას.
“მაშინ, როცა მსოფლიო მშვიდობისთვის იბრძვის, ქართული ოპოზიცია ფსონს ომზე აკეთებს.
ისინი არ მალავენ კმაყოფილებას იმით, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა. უფრო მეტიც – ტრამპს შეხვედრის ფაქტისთვისაც კი აკრიტიკებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული „ანალიტიკოსები“ აგრძელებენ დესტრუქციულ ნარატივს. თავად კუპონაც კი – რომლის პროგნოზები არასერიოზულობით არის გამორჩეული (თუ მას დავუჯერებთ, დღეს ლარი აღარ უნდა არსებობდეს) – ტრამპის წინააღმდეგ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეფასებები სერიოზულად აღსაქმელი არ არის, ის მაინც საინტერესოა ერთი კუთხით: კუპონა, ისევე როგორც დარჩიაშვილი და ნოდია, ზუსტად იმეორებს ოპოზიციის მესიჯ-ბოქსს.
ომის შესაძლო დასრულების პერსპექტივა ოპოზიციაში და მათ წევრებში სინანულსა და აშკარა გაღიზიანებას იწვევს. ისინი ვეღარ მალავენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მათთვის მთავარი არა საქართველოს არამედ, დიფ სთეითის ინტერესებია — ინტერესები რომელიც ომზე, დაპირისპირებასა და ნგრევაზე დგას.”- წერს ჩიხელიძე.
Next: დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომ ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით და ამ ომში საქართველო არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი