ევროკავშირის არმიის შექმნის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა.
ზახაროვას თქმით, ანტონიო ტაიანმა ჯერ უნდა ისწავლოს ლტოლვილებთან და მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხები ჰუმანურად როგორ მოაგვაროს.
„ანტონიო ტაიანმა ჯერ უნდა ისწავლოს ლტოლვილებთან და მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხები ჰუმანურად როგორ მოაგვაროს. იქნებ ჩვენ უნდა დავიწყოთ Covid-ის წინააღმდეგ საკუთარი ვაქცინის შექმნა? ან ვისწავლოთ ჰუმანურად, ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, დავიცვათ ევროკავშირის საზღვრები? მოვაგვაროთ ლტოლვილების და მიგრანტების საკითხი? და მხოლოდ ამის შემდეგ შევქმნათ არმია“, – აღნიშნა ზახაროვამ.
ინფორმაციისთვის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი ერთიანი არმია, რომელსაც შეეძლება კონფლიქტების თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება.