პარტია “დროა” განცხაებას ავრცელებს გუშინ, 16 დეკემებრს დაკავებული მოქალაქეების, პროევროპული აქციების მონაწილე თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის შესახებ. პარტიაში დაკავებულებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ და მათ სოლიდარობას უცხადებენ.
“საქართველოს კიდევ ორი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე. პირველ აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავს დაესხა ცივი იარაღით (დანით) შეიარაღებული ივანიშვილის რეჟიმის დაქირავებული პროვოკატორი ბექა გოცირიძე. ის გინებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა პროტესტის მონაწილეებს. თავდასხმის დროს, გოცირიძეს დაუვარდა დანა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პოლიციას გადასცეს, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა გოცირიძემ განახორციელა, რეჟიმის პოლიციამ აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომლებმაც თავდასხმა მოიგერიეს. ცხადია, რომ რეჟიმის დაგეგმილი პროვოკაციის მიზანი სწორედ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო. სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ რეჟიმის ტყვეებს, თორნიკეს და მინდიას. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ბოლომდე!”, – ვკითხულობთ “დროას” განცხაადებაში.
გუშინ, 16 აგვისტოს, პროევროპული აქციების ორი მონაწილის, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძის დაკავების შესახებ. პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტის დარღვევას ედავება, რაც ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2 წლამე პატიმრობას ითვალისწინებს.
სავარაუდოა, რომ სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების სეფარდებაზე ხვალ, 18 აგვისტოს იმსჯელებს.
ინციდენტი მოხდა 1-2 აგვისტოს ღამეს. გამოძიება მათ ედავება ყოფილი ფეხბურთელზე, “ქართული ოცნების” ღია მხარდამჭერ ბექა გოცირიძეზე ძალადობას. თვითმხილველები ამბობენ, რომ გოცირიძე აქციაზე დანით შეიარაღებული მივიდა და აგინებდა დემონსტრნტებს.
