„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, ხულოში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წარუდგინა

„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, ხულოში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წარუდგინა.
სულხან თამაზაშვილის თქმით, ვახტან ბერიძეს აქვს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ამ გამოცდილებით და ახალი ენერგიით კი კიდევ უფრო მეტ განვითარებას მოუტანს მუნიციპალიტეტს.
,,ვახტანგ ბერიძე წლების განმავლობაში იყო ხულოს მერი და დარწმუნებული ვარ ამ გამოცდილებას ახალი შემართებითა და ენერგიით მოახმარს მუნიციპალიტეტის განვითარებას. მჯერა, მას აქ მცხოვრები ადამიანების სრული მხარდაჭერა ექნება. ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს მაღალმთიან აჭარაში და ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ვახტანგ ბერიძე 2018-2024 წლებში იკავებდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას. 2024 წლიდან დღემდე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ის პოლკოვნიკი და 2008 წლის ომის ვეტერანია.
სულხან თამაზაშვილმა მერობის კანდიდატი ადგილობრივ მხარდამჭერებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და პარტია ,,ქართული ოცნების“ ხულოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ანზორ ბოლქვაძესთან ერთად წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში