სერბეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

სერბეთში არ წყდება ანტისამთავრობო დემონსტრაციები – BBC-ის ინფორმაციით, წუხელ შეტაკება მოხდა მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის. არეულობის დროს სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის“ (SNS) ოფისებს დემონტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს.
გამოცემის ცნობით, ქალაქ ვალიევოში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ნიღბიანი პირების მცირე ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებიც მმართველი პარტიის ცარიელ ოფისებს აზიანებდნენ.
დემონსტრანტებმა ასევე ჩაამსხვრიეს მინები მმართველი პარტიის კოალიციური პარტნიორის, „სერბეთის რადიკალური პარტიის“ ოფისში.
პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დედაქალაქ ბელგრადშიც.
არეულობა სერბეთში უკვე მეხუთე ღამეა, გრძელდება. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ პოლიციამ 25 წლის მამაკაცზე იძალადა ქალაქ ვალიევოში. თუმც კი, სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის შესახებ ბრალდებებს უარყოფს.
სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩს მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უწყების ოფიციალურ განცხადებაში წერს: „ჩვენ არ შეგვიძლია უყურადღებოდ დავტოვოთ მოძმე სერბეთში მიმდინარე მოვლენები”.
სერბეთში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის ნოემბერს დაიწყო, როდესაც ქალაქ ნოვი-სადის განახლებული რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.
დემონსტრანტები მომხდარის მიზეზად კორუფციას ასახელებენ და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის