Reuters აქვეყნებს მოთხოვნებს, რომლებიც პუტინმა ტრამპთან შეხვედრისას წამოაყენა

Reuters აქვეყნებს მოთხოვნებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს წამოაყენა.
კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნაა, უკრაინამ უარი თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, თუმცა, ის ალიანსის გარეთ მიიღებს “უსაფრთხოების გარანტიებს”.
ასევე, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა, რუსეთის ტერიტორიად იქნეს აღიარებული, უკრაინამ გაიყვანოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები.
თავად “დათმობს” და უკრაინას ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს, ასევე, სამხრეთით – ხერსონსა და ზაპოროჟიეში ფრონტის ხაზს გაყინავს.
ასევე, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი მოიხსნას.
მისი პირობების თანახმად, რუსული ენა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალურ სტატუსს მიიღებენ.