ღაზას მაცხოვრებლებს დღეიდან კარვებითა და თავშესაფრის სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფენ, სანამ ისინი, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, საბრძოლო ზონებიდან ანკლავის სამხრეთით გადაინაცვლებენ, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.
თავდაცვის ძალების ცნობით, თავშესაფრის აღჭურვილობას ღაზას სამხრეთ ნაწილში გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები კერემ შალომის გადასასვლელის მეშვეობით გადაიტანენ მას შემდეგ, რაც ტვირთს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეამოწმებენ.
ღაზას მცხოვრებლებისთვის თავშესაფრის აღჭურვილობის მიწოდების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ აპირებდა ახალი შეტევის დაწყებას ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ურბანულ ცენტრზე, ქალაქ ღაზაზე კონტროლის მოსაპოვებლად.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას განაცხადა, რომ შეტევის დაწყებამდე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქ ღაზადან, რომელიც, მისი თქმით, „ჰამასის“ უკანასკნელი პლაცდარმია, უსაფრთხო ზონებში მოხდება.
