– სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია

სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია!, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“­ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში და ეხმაურება -ს ინფორმაციას, რომლის თანახმად, 1-ელ აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს დაპოლიციამ ორი პირი დააკავა.
ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული „საქმის შეკერვა“ არის პრევენცია და მუქარა ხალხისთვის, რომ მათ დაიჭერენ.
„პანჩური ტიტუშკას” – საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ „მოხვდეს“ ხალხისგან იგივე.
ხალხში ვერ გამოდიან მწამებელი, მარბიელი, ანწუხელიძის დამამცირებელი, რუსული გავლენის აგენტი – კოლექტიური ქოცდეპუტატები, თანამდებობის პირები და ამ დაკავებით „მესიჯს“ უგზავნიან ხალხს, რომ – „არ მოგვეკაროთ…“
რეალურად, ეს გზავნილი არის საკუთარი მეზობლებისთვის, თანასოფლელებისთვის, უბნის მარკეტის თანამშრომლებისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც ყოველდღიურად ნახულობენ და გრძნობენ ნეგატიურ დამოკიდებულებას. მათ დაემუქრნენ, რომ – “დაგიჭერთ! დაგაპატიმრებთ!”, რაც შიშის კლასიკური გამოვლინებაა!!! სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია! გავიმარჯვოთ და ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა – 4 ოქტომბერს, ყველა ქუჩაში“, – წერს ლევან ხაბეიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან