Reuters: ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი განაცხადა რუსეთის მოთხოვნაზე დონბასის დათმობასთან დაკავშირებით

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი განაცხადა რუსეთის მოთხოვნაზე დონბასის დათმობასთან დაკავშირებით – წერს Reuters წყაროზე დაყრდნობით.
🔴 Reuters-ის ინფორმაციით უკრაინის პრეზიდენტმა მაშინვე უარყო პუტინის ეს წინადადება, როგორც კი პირობა ტრამპმა მასთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას გააჟღერა.
🔴 საერთაშორისო მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს პუტინის პოზიცია გაახმოვანა, რუსეთის პრეზიდენტი კიევისგან მოითხოვს უარი თქვას უკრაინის აღმოსავლეთში დონბასის მთელ ტერიტორიაზე და ამბობს, რომ სანაცვლოდ ფრონტს გაყინავს და პრეტენზიას აღარ გამოაცხადებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს.
📍 მედიის ინფორმაციით ახლა ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ ტრამპი შეთანხმების მისაღწევად უკრაინაზე ზეწოლას განახორციელებს და მათ ტერიტორიის დათმობას მოსთხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად