სომხები იმედსა და უნდობლობას შორის აზერბაიჯანთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ

სომხები იმედსა და უნდობლობას შორის აზერბაიჯანთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ
შაბათს ს ქუჩები, ზაფხულის სიცხის გამო, თითქმის დაცარიელებული იყო, დაჩრდილულ პარკებსა და შადრევნებთან თავმოყრილი სომხები კი ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რას უნდა ნიშნავდეს მათთვის ვაშინგტონში წინა დღეს ხელმოწერილი შეთანხმება. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ტერიტორიულ კონფლიქტში მყოფი ორი კავკასიური ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, პარასკევს, -ის პრეზიდენტ ს მეთვალყურეობის ქვეშ, სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. თუმცა, ერევანში, სააგენტო „ფრანს პრესის“ მიერ გამოკითხული ადამიანებიდან ამით ცოტა თუ იყო ენთუზიაზმით აღსავსე.
„კარგია, რომ ეს დოკუმენტი გაფორმდა, რადგან სომხეთს სხვა არჩევანი არ აქვს“, – ამბობს 81 წლის პენსიონერი, ასატურ სრაპიანი. მას მიაჩნია, რომ სომხეთმა ამ შეთანხმების ხელმოწერით ბევრს ვერაფერს მიაღწია, მაგრამ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. „ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, არ გვყავს ძლიერი არმია და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ზურგს ძლიერი მოკავშირე არ გვიმაგრებს. ასე რომ, ეს შეთანხმება მშვიდობისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა“, – დასძინა მან. 31 წლის დამწყები დიპლომატი, მარო ჰუნეიანიც ამ პაქტს „მისაღებად“ მიიჩნევს, ოღონდ, იმ პირობით, რომ ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სომხეთის კონსტიტუციას.
„თუ აზერბაიჯანი ყველა შეთანხმებას პატივს სცემს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ის თავის დანაპირებს შეასრულებს და შეთანხმების პუნქტებს დაიცავს“, – განაცხადა მან.
მათგან განსხვავებით, 69 წლის ანაჰიტ ეილასიანი, შეთანხმებას ეწინააღმდეგება, უფრო კონკრეტულად კი, მისთვის მიუღებელია სატრანზიტო ზონის შექმნის გეგმა, რომელიც ნახიჩევანის რეგიონს აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დააკავშირებს. „ჩვენ, ფაქტობრივად, ვკარგავთ კონტროლს საკუთარ ტერიტორიაზე. თითქოს, ჩემს საკუთარ ბინაში უცხო ადამიანს უნდა ვკითხო, შემიძლია თუ არა ერთი ოთახიდან მეორეში გადასვლა“, – განმარტა მან. მას ასევე იმედი აქვს, რომ სომხეთის მოკავშირე , ბოლოდროინდელი დაძაბულობის მიუხედავად, რეგიონიდან გაძევებული არ აღმოჩნდება. ანაჰიტი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსაც აკრიტიკებს „ყველას მაგიერ გადაწყვეტილებების მიღებისა“ და „აზერბაიჯანისთვის გაუთავებელი დათმობების“ გამო.
„ჩვენ სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია – არც ჩვენი პატიმრები, არც ჩვენი ოკუპირებული მიწები, არაფერი. ეს ჩვენთვის მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯია“, – ბრაზობს ის. 68 წლის სამშენებლო ინჟინერი, შავარშ ოვანესიანი ანაჰიტს ეთანხმება და ამბობს, რომ შეთანხმება „მხოლოდ ადმინისტრაციული ფორმალობაა, რომელსაც სომხეთისთვის არაფერს მოაქვს“. „ჩვენ არ შეგვიძლია, აზერბაიჯანს ვენდოთ“, – აცხადებს ოვანესიანი, რომელიც ფაშინიანს რუსეთისა და ირანისთვის „ზურგის შექცევაში“ ადანაშაულებს. „ეს უფრო კაპიტულაციის დოკუმენტია, ვიდრე სამშვიდობო ხელშეკრულება, მაშინ როცა ტრამპი მხოლოდ თავის იმიჯზე, ნობელის პრემიაზე ფიქრობს“.
პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ „სამუდამოდ შეწყვეტენ ყოველგვარ ბრძოლას ერთმანეთთან; დაიწყებენ კომერციას, მიმოსვლას და დაალაგებენ დიპლომატიური ურთიერთობებს; პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. კავკასიის საკითხების დამოუკიდებელი მკვლევარისთვის, ოლესია ვართანიანისთვის ვაშინგტონის შეთანხმება ნიშნავს „მეტი სტაბილურობასა და გარანტიებს წლების თუ არა, თვეების განმავლობაში მაინც“. მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი დაძაბულობის გათვალისწინებით, „ვშიშობ, მხოლოდ ძალიან მოკლევადიანი პერიოდის დაგეგმვაა შესაძლებელი“, – დასძინა მან.
წყარო: 1 არხი