ნუშის იმპორტი და ექსპორტი საქართველოში მკვეთრად შემცირდა

მიმდინარე წელს ნიშის იმპორტმა და ასევე ექსპორტმა მნიშვნელოვნად დაიკლო. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 157.4 ათასი დოლარის ღირებულების 71.9 ტონა ნუში იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 192.3 ტონა. კლება 63%-ია. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.

2025 წლის 6 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 2 ბაზრიდან განხორციელდა:
· აზერბაიჯანი – 59.0 ტონა – 101.8 ათასი დოლარი;
· – 12.9 ტონა – 55.6 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის ექსპორტს, აქ 83%-იანი კლებაა.
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ექსპორტზე 56.5 ათასი დოლარის ღირებულების 13.0 ტონა ნუში გაყიდა. 2024 წლის 6 თვეში კი 75.9 ტონა. საქართველოსთვის ნუშის მთავარი და ერთადერთი ექსპორტიორი ქვეყანა სომხეთია.
წყარო: businessinsider.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს