რუსეთის მთავარი და გარდაუვალი კონფრონტაცია არა იმდენად უკრაინასთან, არამედ უშუალოდ ევროპასთან იქნება -ირაკლი ყიფიანი

რუსეთის მთავარი და გარდაუვალი კონფრონტაცია არა იმდენად სთან, არამედ უშუალოდ ევროპასთან იქნება -ირაკლი ყიფიანი
ს მორიგი სამიტი დასრულდა და ერთი შეხედვით, სურათი ნაცნობია: ვლადიმირ პუტინმა კვლავ მოახერხა მოლაპარაკებების პროცესის მისთვის სასურველ, გაწელილ და რუტინულ ფორმატში გადაყვანა. დონალდ ტრამპმა, რომელიც სწრაფი და ხმაურიანი გამარჯვების იმედად იყო, ტაქტიკურად წააგო, რადგან ხელშესახები შედეგის გარეშე დარჩა. თუმცა, გლობალური სტრატეგიული „ომი“ ამით არ სრულდება. პირიქით, ის ახალ, ბევრად უფრო სახიფათო ფაზაში გადადის.”- ასე ეხმიანება ირაკლი ყიფიანი სა და ს შეხვედრას, რომელიც 2025 წლის 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართა.
“მოკლევადიან პერსპექტივაში, მთავარი ინტრიგა და საგანგაშო ფაქტორი ტრამპის არაპროგნოზირებადობა და ევროპის რეაქციაა. პარალელურად, მოსალოდნელია ს „სვავების“ გააქტიურება – ვლადიმერ ზელენსკი დაუყოვნებლივ დაიწყებს იმ ნარატივის გავრცელებას, რომ პუტინი დროს წელავს და მასზე წნეხის გაძლიერებაა საჭირო.
თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფის ზედაპირული ფენაა. რუსეთისთვის მთავარი სტრატეგიული პრობლემა გაცილებით ღრმაა და ის ტრამპთან დიალოგით არ გვარდება.
ევროპული ლაბირინთი: მოსკოვის მთავარი გამოწვევა
რუსეთისთვის ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ ტრამპზე სრული ტრიუმფის შემთხვევაშიც კი, ევროპა, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, არსად გაქრება. და სწორედ ევროპასთან ურთიერთობა წარმოადგენს კრემლისთვის გადაუჭრელ თავსატეხს.
განსხვავებით ამერიკისგან, სადაც ძლიერ ლიდერს, თეორიულად, შეუძლია სწრაფი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, ევროპა უპიროვნო და დეცენტრალიზებული სისტემაა. დიდ ბრიტანეთშიც კი, სადაც პრემიერ-მინისტრის ფიგურა მნიშვნელოვანია, რეალურ პოლიტიკას ღრმად ფესვგადგმული ადგილობრივი ელიტები და ინსტიტუტები განსაზღვრავენ. კონტინენტურ ევროპაში კი ვითარება კიდევ უფრო რთულია: არსებობენ “ძლიერი ეროვნული” ლიდერები, როგორებიც არიან საფრანგეთის პრეზიდენტი ან გერმანიის კანცლერი, მაგრამ მათ პარალელურად არსებობს ყოვლისმომცველი ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც საკუთარი ლოგიკით მოქმედებს.
ამ ინსტიტუციონალურ მატრიცაში შეუძლებელია ტრამპთან შეხვედრის მსგავსი ფორმატის ორგანიზება, სადაც ორი ლიდერი დახურულ კარს მიღმა „ერთი ხელის მოსმით“ გადაწყვეტს ყველა საკითხს. ევროპასთან ნებისმიერი შეთანხმება მოითხოვს ათობით აქტორთან კოორდინაციას, ბიუროკრატიულ პროცედურებსა და ხანგრძლივ ვაჭრობას.
როცა დიპლომატია სრულდება…
რა ელის რუსეთს?
კლასიკური ფორმულა ამბობს, რომ როდესაც დიპლომატია სრულდება, ომი იწყება. ტრამპის გარშემო ეს „რიტუალური ცეკვები“ ადრე თუ გვიან დასრულდება. მისი პოლიტიკური ციკლი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პრეზიდენტისა, სასრულია. ევროპული ინსტიტუტები კი რჩებიან.
სწორედ ამიტომ, რუსეთის მთავარი და გარდაუვალი კონფრონტაცია არა იმდენად უკრაინასთან, არამედ უშუალოდ ევროპასთან იქნება. როდესაც პერსონალიზებული დიპლომატიის რესურსი ამოიწურება, მოსკოვს მოუწევს პირისპირ შეეჯახოს უპიროვნო, ბიუროკრატიულ და ღირებულებითად მისთვის სრულიად უცხო სისტემას, რომელთანაც სწრაფი მოლაპარაკება შეუძლებელია. ეს იქნება არა ტაქტიკური სვლების, არამედ ისტორიული და ცივილიზაციური პოტენციალების შეჯიბრი – ომი, რომლის მასშტაბი და შედეგები ბევრად აღემატება დღევანდელ ლოკალურ დაპირისპირებებს.”– წერს ირაკლი ყიფიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე: თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია – ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ასევე, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შენობების რეაბილიტაცია