პრემიერ-მინისტრი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ხორხე გარბახოსას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კალათბურთის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებულ გეგმებს.
განიხილეს თბილისში 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობა. ხორხე გარბახოსამ
პრემიერ-მინისტრს ჩემპიონატის მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე წარმატებები უსურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“