„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, შუახევში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, შუახევში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, ომარ ტაკიძე წარუდგინა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ომარ ტაკიძეს აქვს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ხოლო მისი თავდაუზოგავი შრომა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილი დასაფასებელია.
ომარ ტაკიძეს განათლება მიღებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; 2017–2020 წლებში იგი იკავებდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას. ხოლო 2020 წლიდან დღემდე არის შუახევის მუნიციპალიტეტის მერი.
სულხან თამაზაშვილმა მერობის კანდიდატი ადგილობრივ მხარდამჭერებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და პარტია ,,ქართული ოცნების“ შუახევის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა